რომის წარმოშობა Flashcards Preview

ისტორია 11 > რომის წარმოშობა > Flashcards

Flashcards in რომის წარმოშობა Deck (42)
Loading flashcards...
1
Q

როდის წარმოიშვა რომი? სად?

A

ძვ.წ. 753, აპენინის ნახევარკუნძულზე

2
Q

რომს ვისი მიწები ესაზღვრებოდა?

A

ეტრუსკთა ტომების

3
Q

რომის უკანასკნელი მეფე. რატომ ჩამოაგდო ხალხმა?

A

ტარკვინიუს სუპერბუსი. ამპარტავნობის გამო

4
Q

რომელ წელს დაამხო რომაელმა ხალხმა უკანასკნელი მეფე?

A

ძვ.წ. 509 წელს

5
Q

მეფობის გაუქმების შემდეგ როგორი წყობა დამყარდა?

A

რესპუბლიკური

6
Q

ლათინურად რესპუბლიკა რას ნიშნავს?

A

ხალხის მმართველობას

7
Q

რომში თავიდან პირველი პირი ვინ იყო?

A

მეფე

8
Q

რომის სათათბირო ორგანო

A

უხუცესთა საბჭო, ანუ სენატი იყო. შედგებოდა 300 წარჩინებული ოჯახის მეთაურებისგან

9
Q

რომის სახალხო კრება

A

იგივე, ლაშქრის კრება. აქ ერთიანდებოდნენ მეომრები და სამ ტომად და 30 კურიად იყვნენ განაწილებულნი

10
Q

როდის იყო სახალხო კრების როლი ყველაზე მნიშვნელოვანი?

A

რესპუბლიკის ხანაში

11
Q

რომში სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ კანონებს ვინ იღებდა?

A

სახალხო კრება.

12
Q

რომის რესპუბლიკაში როგორი ხმის მიცემის სისტემა იყო?

A

დემოკრატიულს ვერ დავარქმევთ. ადამიანის ხმის ფასი განისაზღვრებოდა მისი როლითა და ფასით ბრძოლის ველზე.

13
Q

ცენტურია რას ნიშნავდა?

A

ასეული

14
Q

რომის სენატის ფუნქციები

A

კანონების მომზადება, მათ აღსრულებაზე ზედამხედველობა, მოხელეების კონსულტირება, შესაბამისი დოკუმენტების გამოცემა

15
Q

პლებეები ვინ იყვნენ?

A

უაზნო გვარის წარმომადგენლები. ადამიანები, რომლებიც აზნაურები არ იყვნენ

16
Q

რომში მაგისტრატები რას წარმოადგენდნენ? რამდენი ხნით ირჩევდნენ მათ?

A

რომში აღმასრულებელი ხელისუფლება მათ ხელში იყო. 1 წლით ირჩევდნენ

17
Q

რომში თანამდებობაზე ძალაუფლების უზურპაციას როგორ იცილებდნენ თავიდან?

A

ერთ თანამდებობაზე ნიშნავდნენ ორ პირს (თანაბარი უფლებები ჰქონდათ) და მათ ერთობლივ მოქმედებას განაპირობებდა

18
Q

რომის რესპუბლიკაში უმაღლესი თანამდებობა რა იყო?

A

კონსული

19
Q

კონსულთა მოვალეობები

A

იყვნენ სარდლები, განაგებდნენ ფინანსებს

20
Q

როდის ხდებოდა კონსული დიქტატორი

A

განსაკუთრბულ შემთხვევებში, მაგალითად ომში. დიქტატორს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანიჭებდნენ 6 თვით.

21
Q

ვინ იყო ცენზორი? რა ევალებოდა?

A

კონსულის თანამდებობას რომ დატოვებდა ადამიანი, შეიძლებოდა აერჩიათ ცენზორად. ევალებოდა მოქალაქების გადანაწილება ქონებრივ ჯგუფებში, დასჯა ზნეობის დარღვევის ნორმებისთვის.

22
Q

ვინ იყვნენ პრეტორები?

A

აწარმოებდნენ სამართალს. თავიდან მხოლოდ რომის მოქალაქეებს შორის დავებს განიხილავდნენ, შემდეგ კი უკვე იმ დავებსაც, რომლებშიც უცხოელები მონაწილეობდნენ

23
Q

კვესტორებს რა ევალებოდათ?

A

ხაზინაზე იყვნენ პასუხისმგებელნი

24
Q

ედილები რაზე იყვნენ პასუხისმგებელნი?

A

ქალაქის სამსახურებზე

25
Q

რომში რომელ თანამდებობებზე მყოფ ადამიანებს ჰქონდათ შეუზღუდავი ძალაუფლება?

A

დიქტატორებს, კონსულებსა და პრეტორებს

26
Q

პრინციპატის ეპოქა

A

რომის იმპერიის არსებობის პირველი საუკუნეები

27
Q

რომაელთა სახელს რომელი გამოთქმა უკავშირდება?

A

,,დაყავი და იბატონე’’

28
Q

როდის და სად ჩამოყალიბდა ქალაქ-სახელმწიფო რომი?

A

ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარში, აპენინის ნახევარკუნძულზე

29
Q

დაახასიათეთ ეტრუსკთა ტომები

A

იტალიის წამყვანი ტომი იყო. მათი 12 ქალაქ-სახელმწიფო ჰქმნიდა კავშირს და ზოგიერთი რომის მეფე ეტრუსკიც კი იყო.

30
Q

რითი იყო აღსანიშნავი რომის სახელმწიფო წყობა?

A

მასში შეზავებული იყო ოლიგარქიის, დემოკრატიისა და ერთმმართველობის ნიშნები.

31
Q

სათათბირო ორგანო რომში

A

უხუცესთა საბჭო (სენატი), 300 წარჩინებული ადამიანისგან შედგებოდა

32
Q

რას წარმოადგენდა ასეული (ცენტურიონი)?

A

აერთიანებდა 100 მძიმედ შეჭურვილ ქვეითს ან მის შესატყვის სამხედრო ძალას. მძიმედ შეჭურვილი მხედარი მხოლოდ 2 ან 3 ათეული იყო, ხოლო ცუდად შეიარაღებული, ან შეუიარაღებელი-ათასობით

33
Q

როგორ გესმით ე.წ. ,,სანიმუშო რომი’’?

A

დღევანდელი დემოკრატიული ქვეყნები ემყარებიან რომაელთა მიერ შემუშავებულ სამართლის პრინციპებს

34
Q

რა იყო რომის წარმატების საწინდარი?

A

კარგად ორგანიზებული სახელმწიფო, მოქნილი საგარეო პოლიტიკა და ძლიერი ჯარი.

35
Q

ვინ იყო ციცერონი?

A

სამართალმცოდნე და ორატორი, რომლის შრომები სამართალთან დაკავშირებით გამოიყენა იუსტინიანე დიდმა VI ს-ში

36
Q

რომელ მდინარეში გადაყარა ტყუპი ბიჭები ალბა ლონგას მეფემ?

A

ტიგრში

37
Q

რომის პირველი მეფე

A

რომულუსი

38
Q

რომის მეორე მეფე ვინ იყო და რითია ცნობილი?

A

ნუმა პომპილიუსი, რომელმაც შექმნა კანონები რომაელთათვის

39
Q

რომის უკანასკნელი მეფე. რატომ ჩამოაგდო ხალხმა?

A

ტარკვინიუს სუპერბუსი. ამპარტავნობის გამო

40
Q

რომს რამდენი მეფე ჰყავდა?

A

7

41
Q

რომულუსმა სად დაიწყო ქალაქი რომის მშენებლობა?

A

7 ბორცვზე.

42
Q

ტყუპ ძმებს შორის როგორ გაგრძელდა ურთიერთობა, მას შემდეგ რაც ალბა ლონგას მეფე დაამარცხეს?

A

რომულუსმა მოკლა რემუსი

Decks in ისტორია 11 Class (66):