რელიგიური ომები Flashcards Preview

ისტორია 11 > რელიგიური ომები > Flashcards

Flashcards in რელიგიური ომები Deck (51)
Loading flashcards...
1
Q

რელიგიური ომი რომელ წელს დაიწყო?

A

1546 წელს

2
Q

რის შემდეგ დაიწყო რელიგიური ომები?

A

მას შემდეგ, რაც კარლ V-მ წარუმატებლად სცადა პროტესტანტული ერესის ამოძირკვა.

3
Q

,,აუგსბურგის აღსარება’’

A

პროტესტანტების ადრეული რწმენის სიმბოლო, რომელიც შეიმუშავა ფილიპ მელანხტონმა

4
Q

გერმანელ მთავართა მიზანი რა იყო (რელიგიური საკითხების გარდა)?

A

ცდილობდნენ, შეეზღუდათ ჰაბსბურგთა ხელისუფლება

5
Q

სად მოუწოდა კარლ V-მ გერმანელ მთავრებს, რომ ლუთერის სწავლება ამოეძირკვათ?

A

ქალაქ შპეერში

6
Q

ერესი

A

რელიგიური მოძღვრება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საეკლესიო დოგმატებს; მწვალებლობა

7
Q

ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტი ვინ და როდის შეაჩერეს?

A

ლუთერის მომხრე თავადების რაიხსტაგმა 1526 წელს შეაჩერეს

8
Q

მეორე რაიხსტაგმა რა მოიმოქმედა და როდის?

A

1529 წელს გააუქმა წინა რაიხსტაგის დადგენილება

9
Q

საიდან წარმოიშვა ტერმინი ,,პროტესტანტი’’?

A

ზოგი მთავარი პროტესტს აცხადებდა ლუთერანობის გავრცელების შეზღუდვაზე და ამ პროტესტმა წარმოშვა ეს ტერმინი

10
Q

რა მოჰყვა მთავრების მიერ ლუთერანობის შეზღუდვის გაპროტესტებას?

A

რელიგიური ომი გერმანიაში

11
Q

,,აუგსბურგის აღსარება’’ როდის წარუდგინეს პროტესტანტებმა კარლ V-ს?

A

1530 წლის 25 ივნისს, აუგსბურგის ახალ რაიხსტაგზე წარუდგინეს ლუთერანობის საფუძვლის 28 მუხლი ,,აუგსბურგის აღსარება’’

12
Q

,,აუგსბურგის აღსარება’’ როგორ მიიღეს? რა მოჰყვა ამას?

A

კათოლიკეებმა და იმპერატორმა უარყვეს იგი, რის შემდეგაც პროტესტანტები გაერთიანდნენ და ბრძოლა გამოუცხადეს

13
Q

პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის ,,აუგსბურგის აღსარების’’ დაპირისპირების შემდეგ როდის შერიგდნენ დროებით? რატომ?

A

1532 წელს ნიურნბერგში შერიგდნენ, რათა თურქულ ჯარს დაპირისპირებოდნენ, ვენას რომ უტევდა

14
Q

სულეიმან I

A

ოსმალეთის სულთანი- 1520-1566

15
Q

სულეიმან I ვენას როდის მიადგა ასაღებად? როგორ განვითარდა მოვლენები?

A

1529 წელს, თუმცა აგვისტოს წვიმების გამო იძულებული გახდა ოსმალთა არმია, რომ უკან დაეხია და ვენა ვეღარ აიღეს

16
Q

სულეიმან I-ის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ რა მოხდა პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის?

A

დაპირისპირებამ იფეთქა ვიურტემბერგის საჰერცოგოს დაუფლებისთვის, რომელშიც იმპერატორი ძმის მხარეს იყვნენ ავსტრიული ჯარები, ხოლო ლუთერანელებისკენ- შვეიცარიული დაქირავებული ჯარი

17
Q

მიუნსტერის კომუნა

A

თეოკრატიული რეჟიმი, რომელიც ანაბაპტისტებმა დააარსეს

18
Q

ანაბაპტისტები

A

გერმანიაში რელიგიურ-სექტანტური მიმდინარეობა, რომელიც გამოხატავდა ღარიბი მოსახლეობისა და სელოსნობის ინტერესებს

19
Q

როდის დაარსდა მიუნსტერის კომუნა?

A

1534-1535 წლებში, როცა ნიდერლანდელი მეფუნთუშე ხალხს მეთაურობდა

20
Q

რომელ ქალაქში გამოიცხადა თავი ხალხის მმართველმა მეფე დავითად და ქალაქს უწოდა ისრაელის ახალი სახელმწიფო?

A

მიუნსტერში- იოჰან ლეიდენსკიმ

21
Q

რამდენ ხანს იარსება მიუნსტერის კომუნამ და როგორ დაეცა იგი?

A

14 თვის განმავლობაში. რაინისპირა ფეოდალებმა ქალაქზე იერიში აიღეს

22
Q

რეგენსბურგის მთავართა ყრილობა

A

1541 წელს გაიმართა, სადაც იტალიელი კარდინალი და ლუთერის თანამოაზრე ფილიპე უნდა მოლაპარაკებულიყვნენ მისაღებ გადაწყვეტილებაზე

23
Q

რეგენსბურგის თავყრილობა როგორ დამთავრდა?

A

რომის პაპმა არ სცნო ორ მხარეს შორის მიღწეული კომპრომისი

24
Q

როდის გარდაიცვალა მარტინ ლუთერი?

A

1546 წელს

25
Q

რა მოხდა მარტინ ლუთერის გარდაცვალების შემდეგ?

A

კარლ მეხუთემ ამით ისარგებლა და იტალიასა და ესპანეთს მიმართა დასახმარებლად, ლუთერის მომხრეები კი მარტონი იყვნენ, ამიტომაც დამარცხდნენ

26
Q

ინტერიმის გატანა

A

1547 წლის სექტემბერში კარლ V-მ რაიხსტაგში გაიტანა თავისი ინტერიმი, მაგრამ ვერ შეძლო მისი პრაქტიკაში გატარება, რადგან პროტესტანტები უწევდნენ მედგარ წინააღმდეგობას

27
Q

რა იყო კარლ V-ის განზრახვა და გამოკვეთილი ქმედებები სანამ გადადგებოდა?

A

ვაჟის- ფილიპეს გამეფება, აგრეთვე გერმანელებს უხეშად ეპყრობოდა და ქვეყანაში ესპანელთა ჯარი ჰყავდა

28
Q

კარლ V-ის წინააღმდეგ მებრძოლ პროტესტანტებს ვინ ეხმარებოდა?

A

საფრანგეთის მეფე ანრი II

29
Q

აუგსბურგის ზავის უარყოფითი მხარე

A

მისი საშუალებით მთავრებს შეეძლოთ აერჩიათ კათოლიკობა ან ლუთერანობა, მაგრამ არა- სხვა მიმდინარეობა, მაგ. კალვინიზმი

30
Q

რელიგიურმა საკითხებმა მწვავე ხასიათი როდიდან მიიღო საფრანგეთში?

A

XVI ს-ის 50-იან წლებში

31
Q

ანრი II-ის წლები

A

1547- 1559

32
Q

ანრი II-ის შესახებ რა არის აღსანიშნავი?

A

მის დროს გაიზარდა გადასახადები, გამოსცა ედიქტი, რომლითაც ერეტიკოსებს სჯიდნენ სიკვდილით

33
Q

ანრი II-ის ვაჟი, რომელიც მამის შემდეგ გამეფდა, როგორ ხასიათდებოდა?

A

ფრანსუა II იყო ავადმყოფი და მის დროს დაიწყო გამოსვლები იმ მოთხოვნით, რომ გადასახადები შეემცირებინათ

34
Q

საფრანგეთში ძალაუფლების მოპოვებისთვის რომელ დინასტიებს შორის გამძაფრდა ბრძოლა?

A

კაპეტინგთა ძველი დინასტიის ორ გვერდით განშტოებას- გიზებსა და ბურბონებს. გიზები კათოლიკეები იყვნენ, ბურბონები- ჰუგენოტები)

35
Q

ვალუების სამეფო დინასტია რატომ იდგა საფრთხის წინაშე? რა გამოიწვია ამან?

A

ანრი II-ის ვაჟებს მემკვიდრე არ ჰყავდათ და ამიტომ ემუქრებოდა ამ დინასტიას გაქრობა, ამის გამო კი გიზებსა და ბურბონებს მოუნდათ ძალაუფლების მოპოვება

36
Q

გიზების წინააღმდეგ როდის გამოააშკარავეს შეთქმულება? ამას რა მოჰყვა?

A

1560 წელს. ამის შემდეგ კი პროტესტანტების დასჯა დაიწყეს

37
Q

ფრანსუა III-ის წლები

A

1559-1560

38
Q

ეკატერინე მედიჩი

A

ანრი II-ის მეუღლე, რომელიც ერთი პერიოდი თავად მართავდა ქვეყანას შვილის ნაცვლად

39
Q

დედა-დედოფალი ვინ იყო?

A

ეკატერინე მედიჩი

40
Q

შარლ IX ვინ იყო? მისი მმართველობის წლები

A

ფრანსუა მესამის უმცროსი ძმა. 1560-1574 წლებში იყო მეფე, მაგრამ უმეტესად დედამისი მართავდა მის ნაცვლად

41
Q

რით გამოირჩეოდა დედა-დედოფლის მმართველობის პერიოდი?

A

განსაკუთრებით გამძაფრდა დაპირისპირება კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის

42
Q

,,ბართლომეს ღამე’’

A

1572 წლის აგვისტოს ბოლოს გაიმართა

43
Q

,,ბართლომეს ღამეს’’ წინ რა მოვლენა უძღოდა?

A

მარგარიტა ვალუა უნდა დაქორწინებულიყო ანრი IV-ზე

44
Q

,,ბართლლომეს ღამით’’ ვინ მოაწყო ხოცვა-ჟლეტა?

A

ანრი გიზმა, რომელმაც დედა-დედოფალიც დაარწმუნა რომ ამ მომენტით ესარგებლა

45
Q

რელიგიურმა ომმა რომელი ცნობილი ფიგურები შეიწირა?

A

ანრი გიზი და ეკატერინე მედიჩის უკანასკნელი ვაჟი- ანრი III

46
Q

ნავარელი, იგივე?

A

ნავარელი, იგივე- ბურბონი

47
Q

ვისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ბურბონების დინასტია?

A

ანრი III-ის შემდეგ

48
Q

ბურბონთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი საფრანგეთში (წლები)

A

ანრი IV ნავარელი (1589-1610)

49
Q

,,პარიზი მესად ღირს’’- ვისი სიტყვებია?

A

ანრი IV-ის

50
Q

როგორ განვითარდა რელიგიური ომები ანრი IV-ის დროს?

A

მის დროს დასრულდა ეს დაპირისპირება, რადგან 1598 წელს გამოსცა ,,ნანტის ედიქტი’’

51
Q

,,ნანტის ედიქტი’’

A

1598 წელს გამოსცა ანრი IV-მ და ეს იყო პირველი კანონი რჯულშემწყნარებლობის შესახებ

Decks in ისტორია 11 Class (66):