კოლხა Flashcards Preview

ისტორია > კოლხა > Flashcards

Flashcards in კოლხა Deck (15)
Loading flashcards...
1
Q

როდის ჩნდება ასურულ ლურსმნულ წარწერებში პირველი ცნობები კოლხუი ტომების შესახებ?

A

ასურულ ლურსმნულ წარწერებში პირველი ცნობები კოლხური ტომების შესახებ ძვ. წ. აღ. XII საუკუნეში ჩნდება

2
Q

როგორ ცხოვრობდნენ კოლხები და ვინ იდგა მის სათავეში?

A

კოლხები ტომებად ცხოვრობდნენ, რომელთაც სათავეში მეფე, ანუ ბელადი ედგა. თანდათან ეს ტომები გაერთიანდა და ტომთა მტკიცე კავშირად იქცა. ეს აუცილებელი იყო დამპყრობლებთან ბრძოლაში.

3
Q

რა იყო კარგად განვითარებული კოლხეთში?

A

კოლხეთში კარგად იყო განვითარებული მესაქონლეობა და მეტალურგია, განსაკუთრებით, რკინის წარმოება

4
Q

რით იყვნენ სახელგანთქმულნი შავი ზღვის სამხრეთ ნაპირების მთიანეთში მცხოვრები ქართული ტომები, რატომ იყვნენ და რა ერქვა მათ?

A

შავი ზღვის სამხრეთი ნაპირების მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები მდებარეობდა. აქაური ქართული ტომები, მაგალითად, ხალიბები, სახელგანთქმულნი იყვნენ რკინის დამუშავებით.

5
Q

როდის მიმდინარეობდა კოლხეთის დასავლეთ-ქართული ძლიერი და მაღალ კულტურული სამეფოს ჩამოყალიბება?

A

კოლხეთის დასავლეთ-ქართული ძლიერი და მაღალკულტურული სამეფოს ჩამოყალიბება ძვ. წ. აღ. XI-IX საუკუნეებში მიმდინარეობდა.კოლხეთი ამ დროს მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირსა და მიმდებარე ტერიტორიას.

6
Q

ვინ მართავდა კოლხეთის სამეფოს ცალკეულ პროვინციებს?

A

ურარტულ წყაროებში დასახელებულია კოლხეთის არაერთი ქალაქი. ამ წყაროებიდანვე ჩანს, რომ კოლხეთის სამეფოს ცალკეულ პროვინციებს მეფისნაცვლები განაგებდნენ

7
Q

როდის გაავრცელა კოლხეთის სამეფომ თავისი ბატონობა დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილზე?

A

IX-VIII საუკუნეებში კოლხეთის სამეფომ თავისი ბატონობა გაავრცელა დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილზე

8
Q

როდის გაანადგურა კოლხეთის სამეფომ დიაოხი?

A

ძვ. წ. აღ. VIII საუკუნეში კოლხამ დიაოხი გაანადგურა და მისი ჩრდილოეთი ტერიტორია შეიერთა.

9
Q

ვინ იდგა კოლხეთის სათავეში არგონავტების მითის მიხედვით?

A

არგონავტების მითის მიხედვით, კოლხეთი უძლიერესი სახელმწიფო იყო, რომლის სათავეში იდგა მეფე აიეტი

10
Q

რა გამოუჭედა აიეტს , მზის ღმერთს-ჰელიოსის შვილს , ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ?

A

აიეტს ცეცხლისა და მჭედლობის ღმერთმა ჰეფესტომ გამოუჭედა სპილენძისჩლიქებიანი და ცეცხლისმფრქვეველი ხარები. მანვე გაუკეთა მაგარი ფოლადის გუთანი

11
Q

რა ერქვა არგონავტების ხომალდს?

A

არგონავტების ხომალდს არგო ერქვა

12
Q

როდის შემოიჭრა ამიერკავკასიაში მეომართა ტალღა რომელსაც სათავეში სკვითები ედგნენ?

A

VIII საუკუნის ბოლოს კასპიის ზღვისა და დარიალის ხეობის გამოვლით, ამიერკავკასიაში მეომართა ახალი ტალღა შემოიჭრა, რომელსაც სათავეში სკვითები ედგნენ. სკვითებმა ადგილობრივ მოსახლეობას საშინელი ნგრევა და განადგურება დაატეხეს თავს.

13
Q

როდის გაანადგურეს მიდიელებმა ურარტუს სამეფო?

A

. ძვ. წ. აღ. 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურეს მიდიელებმა.ურარტუს მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადასახლდა და ქართველ მოსახლეობას შეერია.

14
Q

ვინ დაიკავა ურარტუს სამეფოს გაანადგურეს შემდეგ მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი?

A

ურარტუს სამეფოს განადგურების შემდეგ მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიკავეს სომხური ტომების გაერთიანებებმა, რომლებიც აქამდე ურარტუს დასავლეთით მოსახლეობდნენ. ამის შემდეგ ქართველთა უშუალო მეზობლები სამხრეთით სომხები გახდნენ.

15
Q

საქართველოს რომელ კუთხეში დასახლდნენ გაფანტული ებრაელები მას შემდეგ რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II იეროსალიმი აიღო?

A

მას შემდეგ, რაც ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II იერუსალიმი აიღო, ებრაული მოსახლეობის დიდი ნაწილი სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტა. ერთი ნაწილი საქართველოშიც შემოიხიზნა და მცხეთაში დასახლდა.

Decks in ისტორია Class (59):