ეგვიპტე Flashcards Preview

ისტორია 11 > ეგვიპტე > Flashcards

Flashcards in ეგვიპტე Deck (31)
Loading flashcards...
1
Q

როდის გაერთიანდნენ ნილოსის ნაპირებზე განლაგებული დასახლებები?

A

ძვ. წ. IV ათასწლეულში

2
Q

სანამ ეგვიპტე დაიწყებდა მასშტაბურ დაპყრობით ომებს, სად ლაშქრობდნენ ისინი?

A

ფარაონები უდაბნოებში არსებულ ოაზისებსა და ნილოსის მიღმა მდებარე ნუბიის წინააღმდეგ ლაშქრობდნენ. ნუბიის ადგილას დღეს ეთიოპიაა.

3
Q

რა მოჰქონდათ ნუბიიდან ფარაონებს?

A

ოქრო, სპილოს ძვალი და ტყვეები

4
Q

პირველად ვინ და როდის დაიპყრეს ეგვიპტე?

A

ძვ.წ. XVII ს-ში ჰიქსოსებმა

5
Q

ვინ უწოდა ,,მწყემსების მეფეები’’ ჰიქსოსებს?

A

მანეთონმა (პტოლემაიოსების კარის ქურუმი და ისტორიკოსი იყო)

6
Q

რატომ დამარცხდნენ ეგვიპტელები ჰიქსოსების წინააღმდეგ? რა ტერიტორია დაიკავეს ჰიქსოსებმა?

A

მათ სამხედრო აღჭურვილობა უკეთესი ჰქონდათ (დიდი მშვილდი, ჯაჭვის პერანგი, ცხენშებმული ეტლი). მათ ჩრდილოეთ ნაწილს დაეპატრონნენ (მდ. ნილოსის დელტას)

7
Q

რომელი ხალხი ეძახდა ცხენს ,,მთის ვირს”?

A

შუმერები

8
Q

რომელმა ფარაონმა განავრცო ეგვიპტის სიძლიერე ყველაზე მეტად?

A

თუტმოს III-მ, ძვ.წ. XVს-ის I ნახევარში

9
Q

რომელ საუკუნეში ცხოვრობდა ფარაონი-რეფორმატორი?

A

ძვ.წ. XIV

10
Q

ამენხოტეპს რას უწოდებს ზოგი მეცნიერი?

A

,,პირველ პიროვნებას’’

11
Q

ვინ გააუქმა ამენხოტეპის რეფორმები?

A

ტუტანხამონმა. ქურუმებმა მისი მცირეწლოვანებით ისარგებლეს და ეს ნაბიჯი გადაადგმევინეს

12
Q

რა დაარქვა ამენხოტეპმა ახალ ქალაქს, რომელშიც დედაქალაქი გადაიტანა?

A

ახეტატონი

13
Q

რა რეფორმა გაატარა ამენხოტეპმა?

A

მან მონოთეიზმი შემოიტანა, აღიარა მხოლოდ ერთი, მზის ღმერთი-ატონი

14
Q

რა დაირქვა ამენხოტეპმა?

A

ეხნატონი

15
Q

რომელ წელს გაიმართა ქადეშის ბრძოლა? რომელი სახელმწიფოები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს?

A

ძვ.წ. 1274 წელს. ეგვიპტე და ხეთების სამეფო

16
Q

რომელი ტერიტორიისთვის გაიმართა ქადეშის ბრძოლა?

A

სირიისთვის

17
Q

ეგვიპტესა და ხეთებს ვინ სარდლობდათ?

A

ეგვიპტეს-რამსეს II

ხეთებს-მუვათალი

18
Q

რა შედეგით დასრულდა ქადეშის ბრძოლა?

A

რამსეს II სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ხოლო მუვათალი სასიკვდილოდ დაიჭრა. საბოლოოდ, თანასწორუფლებიანი ზავი დადეს

19
Q

ქადეშის ზავის ასლი სად ინახება?

A

გაეროს შტაბბინაში

20
Q

როდიდან ჩნდება საერთაშორისო სამართლის გარკვეული სისტემა?

A

ძვ.წ. XIII ს-დან

21
Q

როგორ მთავრდება ეგვიპტის ძლიერების ხანა? რომელი სახელმწიფოები იპყრობენ?

A

ჯერ ასურეთი იმორჩილებს, შემდეგ სპარსეთი, მაკედონია, რომი და ბოლოს, ახ.წ. VII ს-ში არაბების მიერ მისი დაპყრობის შემდეგ საბოლოოდ წყვეტს არსებობას ისეთი სახით, როგორიც აქამდე არსებობდა

22
Q

ცივილიზაცია

A

საქალაქო კულტურა

23
Q

სამდინარო ცივილიზაცია

A

მდინარეების ნაპირზე აღმოცენებული კულტურა

24
Q

უძველესი სამდინარო ცივილიზაციები

A

ეგვიპტე; შუამდინარეთი; ინდოეთი; ჩინეთი

25
Q

რა ეწოდებოდა ეგვიპტეში პირველ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებს?

A

ნომები

26
Q

რას წარმოადგენდა ქურუმი?

A

წარმართი ღვთისმსახური, რომელიც მსხვერპლშეწირვებს ატარებდა

27
Q

როდის ჩამოყალიბდა ეგვიპტეში ორი სამეფო?

A

ძვ.წ. IV ათასწლეულში, ჩრდ. და სამხ. სამეფოები

28
Q

როდის გაერთიანდა ეგვიპტე, ვინ გააერთიანა?

A

ძვ.წ. 3000 წელს, სამხ. ეგვიპტის ფარაონმა მენესმა

29
Q

რამ განაპირა ეგვიპტეში ერთიანი სამეფოს შექმნის აუცილებლობა?

A

ვაჭრობის განვითარება, სარწყავი სისტემუს მოვლა-პატრონობის სიძნელეებმა

30
Q

რითი ახსნით, რომ ეგვიპტეში ქურუმებმა დიდი გავლენა მოიპოვეს?

A

პოლითეიზმის გამო ტაძრები იყო ბევრი, ამიტომაც დაწინაურდნენ ქურუმები

31
Q

ეგვიპტელების შთამომავლები

A

კოპტები

Decks in ისტორია 11 Class (66):